ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს - სერბეთი და საქართველო არიან მეტი, ვიდრე ორი ქვეყანა, ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია მართლმადიდებლობით
ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს - სერბეთი და საქართველო არიან მეტი, ვიდრე ორი ქვეყანა, ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია მართლმადიდებლობით

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას განსაკუთრებული და თბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

როგორც სერბეთის პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო უფრო მეტია, ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი და ჩემი დელეგაციის განსაკუთრებული და თბილი მასპინძლობისთვის. თბილისში ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა.

სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო უფრო მეტია, ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა – ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთაგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას.

მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და, ამავე დროს, შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისათვის.

დარწმუნებული ვარ,  ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი ბიზნესსაზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით.

მაშინ, როდესაც მოუთმენლად ველოდები ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში.