ალეკსანდარ ჯიკიჩი - საქართველოს ნაკრები იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს #1TVSPORT
ალეკსანდარ ჯიკიჩი - საქართველოს ნაკრები იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს #1TVSPORT

ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ფინეთთან გამარჯვების შემდეგ კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი:

„ძალიან გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, შენგელია, შერმადინი, სანაძე, ბურჯანაძე და მათი თანაგუნდელები იმსახურებენ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე თამაშს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ფინეთი მასპინძელია, შესაბამისად, ჯგუფიდან გასულია, თუმცა დასაფასებელია, რომ ბოლომდე იბრძოლა.

არასოდეს გავუშვებ შანსს, რომ მადლობა არ ვუთხრა ბიჭებს ბრძოლისა და მონდომებისთვის. შენგელიამ 3 ნოემბრიდან დღემდე 10 მატჩი ითამაშა, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს.

ფინეთი ძალიან სწრაფი გუნდია. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ევროპაში. ასეთ ნაკრებებთან თამაში ზერთულია. წინა მატჩში 25 შეტევითი მოხსნა ჰქონდათ, ამჯერად ამის უფლება აღარ მივეცით, გავაკონტროლეთ სამქულიანები, დაცვაში კარგად დავდექით და გამარჯვებაც დავიმსახურეთ“.