ალეკო ელისაშვილს გორში დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გორში დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გორის ბაზარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისაშვილი მოქალაქეებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაზე ესაუბრებოდა. ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საქმიანობაც გააკრიტიკა.

კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დააშორეს.

ინციდენტების გამო არავინ დაუკავებიათ.

ელისაშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს მერიაში დასაქმებულები და პარტიული აქტივისტები გამოიყვანა მისთვის პროვოკაციის მოსაწყობად.