ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე ჰარცელის მოწოდებას ვერ მივიღებთ, არჩევნების გაყალბების მასშტაბის საჩვენებლად საჭიროა იმ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა, რომლებსაც დამკვირვებლები ჰყავდათ
ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე ჰარცელის მოწოდებას ვერ მივიღებთ, არჩევნების გაყალბების მასშტაბის საჩვენებლად საჭიროა იმ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა, რომლებსაც დამკვირვებლები ჰყავდათ

უკვე სხვა რეალობაა. თითქმის მთელი ოპოზიცია პარლამენტშია, ვინც გარეთაა, მათაც ერთი სული აქვთ, შემოვიდნენ. ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების მასშტაბის საჩვენებლად საჭიროა, რომ კომისიაში მონაწილეობას იღებდეს ის პარტიები, რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლები ჰყავდათ.

„ქართულ ოცნებას” ისედაც გამუქებული ხაზების უფრო გამუქება სურს, რაც არის დროში გაცდენილი ძალისხმევა. უკვე სხვა რეალობაა. თითქმის, მთელი ოპოზიცია პარლამენტშია, ვინც გარეთაა, მათაც ერთი სული აქვთ, შემოვიდნენ. ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა. კარლ ჰარცელის მოწოდებას ვერ მივიღებთ, რადგან იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ვაჩვენოთ, ის სამი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს, ვისაც დამკვირვებლები ჰყავდათ. ეს პარტიებია „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ინიციატივა უკავშირდება არჩევნებზე ხანგრძლივ დისკუსიას 19 აპრილის შეთანხმებამდე. მისივე თქმით, ეს არ არის ფორმალური კომისია და საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობაც.