ალეკო ელისაშვილი - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მივმართავ, მორჩით ახლა ბოიკოტობანას, რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი
ალეკო ელისაშვილი - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მივმართავ, მორჩით ახლა ბოიკოტობანას, რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, ბოიკოტი დაასრულონ.

მისი თქმით, „უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე უნდა დადგეს და ჩავარდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ – მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო „ოცნებას“, – წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე“.