ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ
ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო ბარიერი, ეს უნდა იყოს დაბალი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საარცევნო ბარიერი ორ პროცენტზე მეტი თუ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, რათა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მოსახლეობის განწყობები ადეკვატურად ასახული პარლამენტის შემადგებლობაში. თუ „ქართულ ოცნება“ ორ პროცენტზე მეტს შემოიტანს, მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით, მცირდება საარჩევნო ბარიერი, იცვლება ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესი. ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა ხვალ იგეგმება. პროექტის მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.