ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თუ ვინმეს აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“, ვინც ამ თემის წამოწევას ცდილობს, ან თემაში ჩახედული არ არის, ან სურს, „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს
ალეკო ელისაშვილი - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თუ ვინმეს აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“, ვინც ამ თემის წამოწევას ცდილობს, ან თემაში ჩახედული არ არის, ან სურს, „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თუ ვინმეს აწყობს, ეს „ქართული ოცნებაა“, რადგან არჩევნები „ოცნებისთვის“ 30-მანდატიანი უპრატესობით ჩატარდება.

ელისაშვილის თქმით, ვინც ამ თემის წამოწევას ცდილობს, ან თემაში ჩახედული არ არის, ან სურს, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს.

„არასერიოზული და არაგონივრული მიდგომაა, რადგან თუ დავფიქრდებით ელემენტარულ რაღაცაზე, როგორ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ამის გაანალიზებით მიხვდები, რომ ეს არის აბსურდი, ამის მოთხოვნა თუ ვინმეს აწყობს, „ქართული ოცნებაა“. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება „ქართული ოცნებისთვის“ 30-მანდატიანი უპრატესობით, რადგან უნდა ჩატარდეს არა სრულად პროპორციულით, არამედ 120/30-ზე. ახლა რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს, 2024 წლის შემოდგომაზე მაინც უნდა ჩატარდეს, რადგან ეს კონსტიტუციაში გვიწერია. შესაბამისად, ახლა რიგგარეშე ჩავატაროთ, შემდეგ – არჩევნები, ერთწლიანმა პარლამენტმა რა უნდა გააკეთოს? შეკრებას და დაშლას ვერ მოასწრებს. ვინც ამ თემის წამოწევას ცდილობს, ან თემაში ჩახედული არ არის, ან ნებსით თუ უნებლიეთ უნდა, ძალაუფლების შენარჩუნებაში „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.