ალეკო ელისაშვილი - რასაც ვუყურებ, ევროკავშირის სტატუსისთვის არავინ არაფერს თმობს და ამ ქვეყანას ყველა მაინც პარტიული ჭუჭრუტანიდან უყურებს
ალეკო ელისაშვილი - რასაც ვუყურებ, ევროკავშირის სტატუსისთვის არავინ არაფერს თმობს და ამ ქვეყანას ყველა მაინც პარტიული ჭუჭრუტანიდან უყურებს

რასაც ვუყურებ, ევროკავშირის სტატუსისთვის არავინ არაფერს თმობს და ამ ქვეყანას ყველა მაინც პარტიული ჭუჭრუტანიდან უყურებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტში არიან, ქვეყნის ინტერესებზე წინ პარტიული ინტერესები აქვთ დაყენებული.

„ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ, სამწუხაროდ, მოქმედ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ პირად და პარტიული ამბიციებზე მაღლა ქვეყნის ინტერესების დაყენება. ეს ყველაფერი რამდენჯერ უნდა გვითხრან, უკვე უხერხულია. რეალობას შევხედოთ, რა ხდება – ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტში არიან. რატომ არიან და რას უცხადებენ? პარტიის ოფისში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ლაპარაკობენ, სადაც პირდაპირ წერია, ერთად დასხედით და იმუშავეთო. ჩვენ რომ ვსხედვართ, გვეუბნებიან, მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გეხალისებათო. თავიანთ პოლიტიკაში თავად არიან ჩაკარგულები. ქვეყნის ინტერესებზე წინ პარტიული ინტერესები აქვთ დაყენებული“, – განაცხადა ელისაშვილმა.