ალეკო ელისაშვილი - რა საჭიროა, კულტურის სამინისტროს და კომიტეტის ცალკე შექმნა, წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება, სხვა ახსნა არ მაქვს
ალეკო ელისაშვილი - რა საჭიროა, კულტურის სამინისტროს და კომიტეტის ცალკე შექმნა, წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება, სხვა ახსნა არ მაქვს

კატეგორიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას პარლამენტში კულტურის კომიტეტი, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის და ამ გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირსება დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„რა საჭიროა ახლა ცალკე კომიტეტი პარლამენტში? რა საჭიროა, ცალკე კულტურის სამინისტროს შექმნა? ეს არის უბრალოდ გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე კულტურაში დასაქმებულ ხალხს ყურადღება, ერთ მთლიან შენობაში, სადაც განათლების სამინისტროც არის, ის ვერ აქცევს? არის აბსურდი, ამას რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერ. ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და ახლა სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან, რადგან მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული, უბრალოდ სხვა ახსნა არ მაქვს და თვითონაც არ უთქვამთ სხვა არგუმენტი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტსა და რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

 

დატოვე კომენტარი