ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ 5 ივლისზე პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ 5 ივლისზე პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ 5 ივლისს რაღაც მოხდა და ხელები დავიფერთხეთ, ცხოვრება გავაგრძელეთ, ასე არ იქნება. პოლიტიკური პასუხი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აგოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„ვიღაც თანამდებობის პირი – ან შს მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 5 ივლისს მოძალადეები რიგით ადამიანებს დასდევდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არბევდნენ. ამის გამო, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. სწორედ იმაზე იყო მინიშნება, რომ სახელმწიფო სახელმწიფოებრივ მიდგომებს ნებისმიერ ვითარებაში უნდა ავლენდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.