ალეკო ელისაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უნდა ახსოვდეს, რომ ვიქტორ ორბანი ასევე მონდომებით ემეგობრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან
ალეკო ელისაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უნდა ახსოვდეს, რომ ვიქტორ ორბანი ასევე მონდომებით ემეგობრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან

„ქართულ ოცნებას“, ორბანის გარდა, ასეთი რეალური მხარდამჭერი არ ჰყავს, მაგრამ მათ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ვიქტორ ორბანი ასევე მონდომებით ემეგობრებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ვიქტორ ორბანი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გამოვიდა და მათ გაქცეულ ლიდერებს იფარებდა.

„მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან. ცუდია, რომ ევროკავშირში მხოლოდ ორბანი ჰყავთ მოკავშირედ მიჩნეული. ევროკავშირში კიდევ 26 ქვეყანაა, რომელთა ლიდერები მთლად ისე გულითადად განწყობილი არ არიან. ორბანი რამდენად გულითადია, ვერ გეტყვით, „ნაცების“ ყრილობაზეც არის გამოსული“, – განაცხადა ელისაშვილმა.