ალეკო ელისაშვილი - პოზიციები დაახლოებულია და საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე
ალეკო ელისაშვილი - პოზიციები დაახლოებულია და საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე

ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გაიმართა.

„წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს, ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები არის დაახლოებული.

მე ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.