ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, დაქსაქსული და გაუჭირდება სერიოზული წინააღმდეგობა თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთ კვირაში რომ იყოს არჩევნები, „ქართული ოცნება“ ბევრ ხმას მიიღებდა
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, დაქსაქსული და გაუჭირდება სერიოზული წინააღმდეგობა თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთ კვირაში რომ იყოს არჩევნები, „ქართული ოცნება“ ბევრ ხმას მიიღებდა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია დღეს ძალიან სუსტი და დაპირისპირებულია.

მისივე თქმით, ასეთ დაპირისპირებულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა თვითმმართველობის არჩევნებზე.

„დღეს ძალიან სუსტია ოპოზიცია, დაქსაქსული, ძალიან სუსტი, დაპირისპირებული, აბა, ნახეთ, დღეს როგორი უშნო სურათი მოაწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თვითონვე ამბობენ, რომ მელიას გამოშვების მერე პარლამენტში შევალთო, მათი ლიდერი მოუწოდებს და დადგნენ და სხვებს, ვინც შევიდა დანარჩენი ოპოზიცია, მოღალატეები და მონები ეძახეს, ახლა ეს სწორი საქციელია? ასე დაპირისპირებულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთ კვირაში რომ იყოს, „ქართული ოცნება“ ძალიან  ბევრ ხმას მიიღებდა, რაც სულაც არ მახარებს. მე მინდა, რომ ყოველ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ უფრო ნაკლები ხმა მიიღოს, რადგან მესამე ვადაზეა და ამ ქვეყანას კიდევ არ ეტყობა რაღაცა ხელი რომ აქვს შევლებული და წინ მიდის, დღევანდელი გადასახედიდან რთული იქნებოდა, რთულ მდგომარეობაშია ოპოზიცია“, – განაცხად ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ოპოზიცია პარლამენტში – რა იცვლება პოლიტიკურ პროცესებში: ალეკო ელისაშვილი / მიხეილ სარჯველაძე