ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა, ხომ არიან ღირსები, ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა, ხომ არიან ღირსები, ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას, ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდნენ, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას აუცილებლად შეხვდება და ეს შეხვედრა იქნება საჯარო.

„სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდებით, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი რომ ჩამოამხეს თავზე, ხომ გახსოვთ?! – რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან, ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები, ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა. სხვას რაზეც ლანძღავდნენ, საკუთარი წევრი სალომე სამადაშვილი გაიმეტეს, თვითონაც იმავეს აკეთებდნენ. ერთი სული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდის შემოვლენ პარლამენტში, 99%-ს, ვისაც მანდატი აქვს, უნდა შემოსვლა, რამდენიმეა, ვისაც არ უნდა შემოსვლა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომ შემოვლენ, რას გვეტყვიან მათი მხარდამჭერები, ძალიან მაინტერესებს. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქციელს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?! ეს პროცესი ასე მიდიოდი. ყველა უცხოელი მხარს უჭერდა, შესვლის იდეას.

პოლიტიკოსს თავისი შეცდომის აღიარება უნდა ახასიათებდეს. ყველაზე ადრე მივხვდით, რომ არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც იქამდე გვეგონა. ვერ ამტკიცებ ამ გაყალბებას, ვერც შენით ვერ ამტკიცებ და უცხოელებმა, ოდირმა დასკვნა დაგიდო, რომ არ გაყალბებულა. პირველ დღეებში გვეჩვენებოდა, რომ გაცილებით მეტად გაყალბდა. ამას ვაღიარებთ, რომ ეს იყო ჩვენი შეცდომა, მაგრამ ჩვენ ამას დროზე მივხვდით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი