ალეკო ელისაშვილი - ნიკა გვარამიას ედავებიან, მანქანა მიისაკუთრაო, მასე ყველა დეპუტატი, ჩინოვნიკი დასაჭერია
ალეკო ელისაშვილი - ნიკა გვარამიას ედავებიან, მანქანა მიისაკუთრაო, მასე ყველა დეპუტატი, ჩინოვნიკი დასაჭერია

„პარტია მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხეში ტყუილუბრალოდ ზის.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს.

„ნიკა გვარამია ციხეში ტყუილუბრალოდ ზის, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, რადგან გვარამია ტყუილუბრალოდ არის დაჭერილი. რატომ დაიჭირეს, არც პროკურორებმა იციან და არც „ქართულმა ოცნებამ“ იცის. რასაც ედავებიან, მანქანა მიისაკუთრაო, მასე ყველა დეპუტატი და ჩინოვნიკი დასაჭერია, რადგან ერთი მაინც მითხარით ისეთი, ვინც თავისი ოჯახის საჭიროებისთვის სახელმწიფო მანქანას არ დაარბენინებს. ნიკა გვარამია ტყუილუბრალოდ არის დაჭერილი, რაც მძიმე ამბავია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.