ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა” რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა არ ადარდებს, მათი გაჯიუტებაც ამის დასტურია
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა” რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა არ ადარდებს, მათი გაჯიუტებაც ამის დასტურია

„ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს. ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ის ფაქტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

მისივე თქმით, მათ არც ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ.

„მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვათანხმეს და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს ბენზინის ფასი რა გახდა? – ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა, ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.