ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა მსჯელობენ, პარლამენტში ძალიან გაბანძებულები შემოვლენ, თუ ნაკლებად გაბანძებულები
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა მსჯელობენ, პარლამენტში ძალიან გაბანძებულები შემოვლენ, თუ ნაკლებად გაბანძებულები

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლას რომ აპირებს, დიდი ხანია, ცნობილია. უბრალოდ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებად გაბანძებულები, ახლა ამაზე მსჯელობენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლას რომ აპირებს, დიდი ხანია, ცნობილია, უბრალოდ, ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებად გაბანძებულები, ახლა ამაზე მსჯელობენ, როგორ გააკეთონ ისე, რომ ძალიან გაბანძებულები არ შემოვიდნენ. მე, რა თქმა უნდა, მათ აქ ველოდები. ჩემი ფეხით გამოთრევას ხომ აპირებდნენ პარლამენტში და ახლა ვნახავ, ჩემი ფეხის გასათრევად შემოდიან თუ იმისთვის, რომ დასკუპდნენ სავარძლებში, ეგ მაინტერესებს.

რა ნამუსით შემოდიან საერთოდ, მთელი იმ სიბინძურის შემდეგ, რაც იყო წარმოებული ჩემი და ლევანის წინააღმდეგ. მაგრამ მათ რომ ღირსება და სინდისი ჰქონდეთ, გამოვიდოდნენ და აღიარებდნენ, ახლა რომ ამბობენ, პოლიტიკური პროცესი შეიცვალაო, გამოვიდნენ და აღიარონ, რომ მე და ლევან იოსელიანმა შევცვალეთ პოლიტიკური პროცესი. სიბინძურეს გავუძელით, რათა რეალური პოლიტიკური ცხოვრება ყოფილიყო წარმართული საქართველოს პარლამენტში, თან რაც მთავარია, „ქართული ოცნებისთვის“ გამოგვეგლიჯა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.