ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალების“ გამოსწორება არ იქნება არასდროს, მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალების“ გამოსწორება არ იქნება არასდროს, მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება

„ნაციონალების“ გამოსწორება არ იქნება არასდროს, მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„„ნაციონალების“ გამოსწორება არ იქნება არასდროს. მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება. „ოცნება“ უნდა წავიდეს აუცილებლად, მაგრამ „ნაციონალები“ იქ უნდა დარჩნენ, სადაც არიან. შავაძე თუ მოღალატე იყო, უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ. ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ არა ამ შემზარავი „ნაციონალებისთვის““, – წერს ელისაშვილი.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.