ალეკო ელისაშვილი - მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არაფერს შეცვლის, ოპოზიციის ნაწილი მახეში გაება
ალეკო ელისაშვილი - მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არაფერს შეცვლის, ოპოზიციის ნაწილი მახეში გაება

წინასწარ ძალიან რთულია თქმა, რა დასკვნას დადებს ვენეციის კომისია. მით უფრო, უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ ვიცით, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არაფერს შეცვლის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი მახეში გაება.

„რისთვისაც გვინდა კანონპროექტის მიღება, რომ ქვეყანა ასე არ იმართებოდეს, არ შეიცვლება და „ქართულ ოცნებას“ ახალ ბერკეტს მისცემს, რომ ოპოზიციის მდიდარ დამფინანსებლებს შეუტიოს.  მახეში გაება ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ისეთ კანონს მიაღებინებდა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს ხელებს შეუკრავდა და მმართველობას დაასრულებდა. ეს იყო მიამიტობა, რადგან, ვიდრე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, როგორ შეიძლება, ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მოიქცნენ? – ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის მიამიტურმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილს დაუმიზნა და მოხვდა ოქრიაშვილს, ხაზარაძეს და სხვებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.