ალეკო ელისაშვილი - ლევან ხაბეიშვილი ვერასდროს დამაბულინგებს, ხომ ნახეს, მათ დაძახილზე ხალხი არ გადის, ახლა ჩვენზე შემოტევა უნდა, ძალიან სასაცილოა
ალეკო ელისაშვილი - ლევან ხაბეიშვილი ვერასდროს დამაბულინგებს, ხომ ნახეს, მათ დაძახილზე ხალხი არ გადის, ახლა ჩვენზე შემოტევა უნდა, ძალიან სასაცილოა

ლევან ხაბეიშვილი ვერასდროს დამაბულინგებს და მის ნათქვამს ბულინგად ვერ აღვიქვამ, ეს არასწორი განცხადება და მისი მხრიდან პოლიტიკური შეცდომაა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ელისაშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.

„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის აქციაზე არასდროს არ მივალ. არც არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს მივალ და ამიტომ ვარ ცუდი ოპოზიცია? პირიქით – შემიძლია, საყვედური მე ვუთხრა. მათ პარტიაში გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური, სამვარსკვლავიანი გენერალია, რომელიც თავდაცვის კოდექსის განხილვაზე უნდა იჯდეს. თუ ვინმეს ეთქმის სიტყვა და თუ ვინმემ შენიშვნები უნდა თქვას, მე კი არ უნდა ვიძახდე, რეზერვის სერჟანტი, არამედ სამვარსკვლავიანი გენერალი. ბატონ ჭანკოტაძეს ვგულისხმობ. ხომ ნახეს, რომ ასეთ აქციებზე ხალხი არ დადის. ხომ ნახეს, რომ მათ დაძახილზე ხალხი არ გადის და ახლა ჩვენზე შემოტევა უნდა, ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.