ალეკო ელისაშვილი - კეზერაშვილმა ფული მოპარა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას, თავდაცვას და მეცოტავება ის თანხა, რასაც სახელმწიფო ედავება არმიის ქურდს
ალეკო ელისაშვილი - კეზერაშვილმა ფული მოპარა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას, თავდაცვას და მეცოტავება ის თანხა, რასაც სახელმწიფო ედავება არმიის ქურდს

სასამართლოს მიმართ ნდობა არ მაქვს და არც საქმის დეტალები ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ კეზერაშვილმა ქვეყანას 5 მილიონიც მოჰპარა, 50 მილიონიც და გაცილებით მეტიც, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილმა ფული მოჰპარა ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას, თავდაცვას და არმიას.

„შესაბამისად, არც მიკვირს ასეთი რამ და მეცოტავება ის თანხა, რასაც სახელმწიფო ედავება არმიის ქურდს. არ გამოვრიცხავ, „ფორმულას“ დაყადაღების სურვილი იყოს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ჯარს ფული მოჰპარა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.