ალეკო ელისაშვილი – გული მიგრძნობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც არაფორმალური მოლაპარაკებაა

12:29, 09.03.2021

ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც არაფორმალური მოლაპარაკებაა, ასეთი განცდა მაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკების მზაობა, სავარაუდოდ, არსებობს.

„საჯარო კომენტარებით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ფაქტია, რომ ორივე მხრიდან, შემზარავი ჩანაწერების მიუხედავად, მზაობა არის მოლაპარაკებისთვის და ტონი მეტ-ნაკლებად შერბილებულია, რაც მისასალმებელია. ჩემი განცდით, მით უფრო, რომ ბრიუსელიდან წარმომადგენელი ჩამოვა, შეხვედრა იქნება და ის პირი უჩანს, რომ შეთანხმება იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი