ალეკო ელისაშვილი - გიორგი კალანდარიშვილმა ჩვენი ნდობა იმიტომ ვერ მოიპოვა, რომ არ ვიცნობთ
ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ცუდია, რომ ცეკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დროებითი მმართველი და ერთი არჩევნების მენეჯერი იქნება.
როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, ახალი საარჩევნო ცვლილებების გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ისეთი როლი ექნება, რომ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, მით უფრო, ოპოზიციის მოადგილე ეყოლება.
„გიორგი კალანდარიშვილმა ჩვენი ნდობა იმიტომ ვერ მოიპოვა, რომ არ ვიცნობთ. შეიძლება, მართლა კეთილსინდისიერი ადამიანია და მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ არ ვიცნობთ. შარლ მიშელის დოკუმენტმა კი ჩაილურის წყალი დალია და ტკბილ მოგონებებში დარჩა, მაგრამ შეთანხმებული ვიყავით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით არჩეული უნდა ყოფილიყო და ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო კანდიდატის მაღალი რეპუტაცია. კალანდარიშვილს საზოგადოებრივი ნდობა არ აქვს, ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი, პოლიტიკაში ჩართულ ადამიანს რომ ჰკითხო, ბევრი ვერ გეტყვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცესკო-ს ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.