ალეკო ელისაშვილი - „ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის არევით, იმდენი ქნეს, რომ ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს
ალეკო ელისაშვილი - „ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის არევით, იმდენი ქნეს, რომ ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს

„ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის და ვითარების არევით, იმდენი ქნეს, რომ ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს. რასაც დასთეს იმას მოიმკი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ განაცხადა.

„არ ვიცი, რას გულისხმობდა ბაქრაძე და რას ფიქრობს „ევროპული საქართველო“. ხედავთ, რომ „ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის და ვითარების არევით, ნებისმიერი რაღაცის ჩაშლით და ქაოსით. იმდენი ქნეს, რომ ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს. რასაც დასთეს იმას მოიმკი. მათ ეს დაემართათ. „ევროპული საქართველო“ არაფერში მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მომდევნო ყრილობაზე, გენერალური მდივნის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. მათგან განსხვავებით, გიგა ბოკერიას პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.