ალეკო ელისაშვილი - ძალიან ფეთქებადსაშიში სიტუაციაა, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, ოპოზიციის მოძულე და კონფრონტაციული ადამიანის პრემიერად წარდგენა, ვითარებას დაამძიმებს
ალეკო ელისაშვილი - ძალიან ფეთქებადსაშიში სიტუაციაა, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, ოპოზიციის მოძულე და კონფრონტაციული ადამიანის პრემიერად წარდგენა, ვითარებას დაამძიმებს

ძალიან ფეთქებადსაშიში სიტუაციაა, ქვეყანა გაგლეჯილია ორად, ორ დაპირისპირებულ ბანაკადაა გადალაგებული და პირდაპირ არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა ვითარებას დაამძიმებს.

ელისაშვილის განმარტებით, რთულად წარმოუდგენია, რომ ალეკო ელისაშვილი შეძლებს ოპოზიციასთან დალაპარაკებას და ამ გზით ვითარების განმუხტვას.

„ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, ოპოზიციის მოძულე და კონფრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად, ჩემი აზრით, ძალიან დაამძიმებს ვითარებას. ახლა გვჭირდება პრემიერ-მინისტრად ადამიანი, ვინც ვითარებას განმუხტავს, ოპოზიციასთან დაჯდება, დაილაპარაკებს. ბატონი ღარიბაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე კი, რთულად წარმომიდგენია, რომ ის შეძლებს ოპოზიციასთან დალაპარაკებას და პოლიტიკური მოლაპარაკების გზით ვითარების განმუხტვას. მე ეს ძალიან რთულად წარმომიდგენია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.