ალეკო ელისაშვილი - ძალაში შევა ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი, დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებს არ ჩაატარებს
ალეკო ელისაშვილი - ძალაში შევა ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი, დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებს არ ჩაატარებს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებს არ ჩაატარებს.

როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, თუ ვინმე საარჩევნო რეფორმის პროექტს კარგად წაიკითხავს, მიხვდება, რომ თამარ ჟვანიას წასვლა მოუწევს.

„ძალაში შევა ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. ორთავმჯდომარეობა ხომ არ იქნება? კანონს უკუქცევის ძალა არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებს არ ჩაატარებს. არჩევნებს ახალი საარჩევნო რეფორმის შედეგად დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.