ალეკო ელისაშვილი - დიალოგი და მოლაპარაკება უალტერნატივოა, მეხუთე რაუნდი რომ შემდგარიყო, შედეგით დასრულებულიყო, ასეთ დაძაბულ ვითარებაში არ ვიცხოვრებდით
ალეკო ელისაშვილი - დიალოგი და მოლაპარაკება უალტერნატივოა, მეხუთე რაუნდი რომ შემდგარიყო, შედეგით დასრულებულიყო, ასეთ დაძაბულ ვითარებაში არ ვიცხოვრებდით

დიალოგი და მოლაპარაკება უალტერნატივოა, – ამას გავიძახით სულ. მეხუთე რაუნდი რომ შემდგარიყო, შედეგით დასრულებულიყო, დღეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში არავინ ვიცხოვრებდით და ვიქნებოდით ორიენტირებული, ხალხის პრობლემაზე გველაპარაკა და გამოსავალი მოგვეძებნა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„გაცილებით სხვა და ღრმა შინაარსი იკითხებოდა ამ ადამიანის ნათქვამში. ეს იყო კეთილგანწყობილი მეგობრის რჩევა, რათა ეს კონფრონტაცია და დაპირისპირება არ გაღრმავდეს, რომ მოლაპარაკება დაიწყოს, რომ გაჯიქებული ორივე მხარე მხოლოდ ერთმანეთის დამარცხებაზე, საერთო ჯამში – ერთ დიდ უფსკრულში გადაჩეხვას არ ფიქრობდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა გუშინ  განაცხადა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ.

„ლიეტუვაში ​ყველა პოლიტიკური ლიდერი სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად ვდგავართ. ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა, თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ?“ – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.