ალეკო ელისაშვილი - ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ დარაზმული ვიყოთ, რუსეთს დიდ საჩუქარს ვუკეთებთ
ალეკო ელისაშვილი - ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ დარაზმული ვიყოთ, რუსეთს დიდ საჩუქარს ვუკეთებთ

ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ ყველანი დარაზმულები ვიყოთ, რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ხალხისთვის უკვე ძალიან გამაღიზიანებელია გაჭიანურებული მოლაპარაკებები.

„ყველასთვის გამაღიზიანებელია გაჯიუტებული პოლიტიკოსები. თუკი ვიღაცას უნდა რაღაცაზე დაახევინოს ოცნებას, შეხვდეს თუნდაც ინდივიდუალურად და დაახევინოს – ხელი მოაწეროს და იმ მანდატის აღსრულება დაიწყოს, რა მანდატიც მას ხალხმა მიანიჭა. ეს გაუთავებელი მოლაპარაკებები უბრალოდ გამაღიზიანებელი გახდა. შეხვედრებზე როცა მიწვევენ, ელჩებისადმი პატივისცემისა და ამ ქვეყნის სიყვარულის ნიშნად დავდივარ, სადაც ჩემს სათქმელს ვამბობ, თუ როგორ წარმოგვიდგენია კრიზისის განმუხტვა. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს – ეს გაჯიუტება ქვეყანას აზიანებს, რასაც ყველა გვეუბნება. კარგად მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორ იკეტება სივრცე რუსული ჯარებით. ჩვენ, ერთი ციდა ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ ყველანი დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ“,- აღნიშნა ელისაშვილმა.