ალეკო ელისაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ნდობას არ გვიჩენენ, არ ვიცით, ვინ არიან, იმედია, მათ არ დაამტკიცებენ
შარლ მიშელის დოკუმენტი ისეთი რაღაც არის, ოდნავ თუ წაუყრუებ, ყველა ცდილობს, იქიდან რაღაც გამოგლიჯოს ან არ შეასრულოს, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.
„ამ შემთხვევაში ასე „ქართული ოცნება“ იქცევა, რადგან შეთანხმებული ვიყავით, რომ საზოგადოებაში მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები.
დღეს ვინც არიან წარმომადგენელი, ნდობას არ გვიჩენს და არ ვიცით, ვინ არიან. იმედია, მათი დამტკიცება არ მოხდება და მომდევნო ეტაპებზე 100-პროცენტიანი ნდობით თუ არა, მაღალი ნდობით იქნებიან. ვისურვებდი, ამ კანდიდატურების დამტკიცება არ მოხდეს. ეს გვარები არაფერს გვეუბნება“, – აცხადებს ელისაშვილი.