ალეკო ელისაშვილი - ათი წლის განმავლობაში კედელს შუბლით რომ ეჯახები და ვერ ანგრევ, რატომ გგონია, მე-11 წელს გაანგრევ, ხომ ნახეს, კანცელარიასთან იდგა ხუთი კაცი, ეს სტრატეგია არ მუშაობს
ალეკო ელისაშვილი - ათი წლის განმავლობაში კედელს შუბლით რომ ეჯახები და ვერ ანგრევ, რატომ გგონია, მე-11 წელს გაანგრევ, ხომ ნახეს, კანცელარიასთან იდგა ხუთი კაცი, ეს სტრატეგია არ მუშაობს

წყლის ნაყვაა, წყალს რომ ნაყავ და იქიდან გინდა, მიიღო თხილი, ნიგოზი. ნაყავ, ნაყავ, არაფერი გამოდის. ამაო ძალისხმევაა ეს აქციებიც, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, აქციების ორგანიზატორებმა სტრატეგია უნდა შეცვალონ.

„ხომ ნახეს, რომ კანცელარიასთან იდგა ხუთი კაცი, კარგი, 100-200 კაცი. ეს სტრატეგია არ მუშაობს და როცა რაღაც გაცვდება, უნდა შეცვალო. ათი წლის განმავლობაში კედელს შუბლით რომ ეჯახები და ვერ ანგრევ, მხოლოდ თავს იზიანებ, რატომ გგონია, რომ მე-11 წელს გაანგრევ? თავის თავსაც აზიანებენ და ხალხსაც აწვალებენ, პოლიციელებს აღიზიანებენ, რომელთაც ამ სიცივეში დაარბენინებენ. არავისი დისკომფორტი არ აქვს ამ აქციებს, დისკომფორტი აქვთ მხოლოდ გულიან პოლიციელებს, რომელთაც ყინვაში აქეთ-იქით დაარბენინებენ. როცა რაღაც გწყენს, უნდა გაეშვა“, – განაცხადა ელისაშვილმა.