ალეკო ელისაშვილი - თანამდებობები, მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვაინტერესებს
ალეკო ელისაშვილი - თანამდებობები, მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვაინტერესებს

კარგია, რომ ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა, ჩვენ არც ერთ ოპოზიციურ ფრაქციაში შესვლას არ ვაპირებთ, ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ასე გავაგრძელებთ საქმიანობას, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„საკმარისი ბერკეტები გვაქვს საქმიანობის წარმართვისთვის. თანამდებობები, მანქანები, პრივილეგიები, მეტი ხელფასი ჩვენ არ გვეხარბება და არც გვაინტერესებს. ბევრი მიზეზია, რის გამოც ფრაქციის სხვასთან ერთად შექმნა არ გვაინტერესებს. ამის მიზეზია მსოფლმხედველობრივი სხვაობა და ა.შ. მომდევნო მოწვევის პარლამენტამდე ასე ვიქნებით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის. ფრაქციის სახელწოდებაა „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“. „ლელოს“ პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და მათ ფრაქციას უერთდებიან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება.