ალეკო ელისაშვილი - არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ეყო გამბედაობა და ღირსება, ეთქვა, რომ საარჩევნო დღე იყო კარგად ორგანიზებული და გამართული, ტრადიციული საძაგელი დარღვევების გარეშე
ალეკო ელისაშვილი - არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ეყო გამბედაობა და ღირსება, ეთქვა, რომ საარჩევნო დღე იყო კარგად ორგანიზებული და გამართული, ტრადიციული საძაგელი დარღვევების გარეშე

არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ეყო გამბედაობა და ღირსება, რომ ეთქვა, საარჩევნო დღე იყო კარგად ორგანიზებული, იყო გამართული, ტრადიციული საძაგელი დარღვევების გარეშე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეფორმირებულმა ცესკო-მ არჩევნების დღე ჩაატარა ძალიან კარგად.

„ყველა უბნის ვიდეოები არის ატვირთული და ხელმისაწვდომი, უბნების 20 პროცენტი გადათვლილია და ცდომილება არის მინიმალური, უმინიმალურესი. Isfed-ის პივიტი და შედეგები თითქმის ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. არავინ არ დარბის „გააყალბეს და გადადექის“ ყვირილით. პირიქით, ოპოზიცია არჩევნების საღამოდან ზეიმობს, თუ გაყალბდა რას ზეიმობს? ან საერთოდ რას ზეიმობენ, მარა ეგ სხვა საკითხია. ფაქტი ისაა, რომ საარჩევნო რეფორმამ, დიახ, „ჩაწიკწიკებულმა“ რეფორმამ იმუშავა. ამით ვიამაყებთ მე, ლევან იოსელიანი და პარტია „მოქალაქეები“ მუდამ! ვისაც ღირსება და გამბედაობა არ გყოფნით, კარგად ჩატარებული არჩევნები აღიაროთ, ცივი წყალი დალიეთ, სინამდვილეში ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ ლომის წვლილი მიგვიძღვის ამ საქმეში და უბრალოდ შურით სკდებით.

P.S. წინასაარჩევნოდ მოსყიდვა, დაშინება, ცემა-ტყეპებები და ზეწოლები, რა თქმა უნდა, გულისამრევია, მაგრამ ამას საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო რეფორმა ვერანაირად ვერ მოაგვარებდა, ეს სულ სხვა სისტემური რეფორმების შედეგად უნდა მოწესრიგდეს. ამას ვინც ვერ ხვდება, უბრალოდ იდიოტია, ან თავს ისულელებს. მოკლედ ერთი დიდი ნაბიჯი წინ გადადგმულია! დამნახველი დაინახავს! ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის წინსვლის გვჯერა და არა იმის, რომ ვიღაც მოვა და ერთ ორშაბათს ყველაფერს ააყვავებს. ვისაც ამის გჯერათ, თქვენს სიბნელეში გაგიმარჯოთ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.