ალეკო ელისაშვილი - არ ვიცი, ხვდებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, რომ სადისტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს
ალეკო ელისაშვილი - არ ვიცი, ხვდებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, რომ სადისტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს

არ ვიცი, ხვდებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, რომ ამ მთელ ისტორიაში, სადისტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ალეკო ელისაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.

„არ ვიცი, ხვდებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, რომ ამ მთელ ისტორიაში, სადისტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს. ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით სახელმწიფო ვართ და რომ ჰკითხო ჩვენს ძალოვნებს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ. გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.