ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში ოპოზიციის გარეშე შევიდნენ
ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში ოპოზიციის გარეშე შევიდნენ

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების გარეშე შევიდნენ.

„რუსთავი2“-ის ეთერში დასმულ კითხვაზე, სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე შეიძლება პარლამენტში შეხვიდეთ, ელისაშვილმა უპასუხა, რომ „არც მაგის შეეშინდებათ“.

„თუ ეგრე იქნება, არც მაგის შეგვეშინდება, არც მაგას გამოვრიცხავ, რადგან შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი იმ შეთანხმების მაგიდაზე, შეთანხმებას, რომელიც ელჩებთან არის, რომელიც დაპაუზდა. ისე აბაიბურებენ ამას და აიაფებენ, თითქოს ეს არის რაღაცა, რომელიც ისედაც შესაძლებელია, რომ, აი, საარჩევნო სისტემის ცვლილება და ცესკო-ს დაკომპლექტების წესი რა დიდი ამბავია. 30 წელია, ქვეყანა ყოველი არჩევნების შემდეგ ჯანჯღარებს, დაგვავიწყდა ნანა დევდარიანი რასთან არის ასოცირებული, ლევან თარხნიშვილი, თამარ ჟვანია, არჩევნების გაყალბებასთან არ არის? ამ ქვეყანაში მღელვარებების ძირითადი საფუძველი არჩევნები და მისი შედეგები არ არის? რევოლუციები და გადატრიალება რომ ხდება, ეს პატარა ამბავია?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.