ალეკო ელისაშვილი - აქ ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონრები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, დგანან და თან ჭკუას გასწავლიან, არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი
ალეკო ელისაშვილი - აქ ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონრები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, დგანან და თან ჭკუას გასწავლიან, არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი

აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონრები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ალეკო ელისაშვილი ეხმაურება „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონრები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. „ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა „ნაცები“ არ უნდა მოვუშვათ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.