ალეკო ელისაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ ერთიანი კანონპროექტი თუ იქნება, მხარს დავუჭერთ, მიგვაჩნია, რომ ეს საბედისწერო პროექტია
ალეკო ელისაშვილი - „ამნისტიის შესახებ“ ერთიანი კანონპროექტი თუ იქნება, მხარს დავუჭერთ, მიგვაჩნია, რომ ეს საბედისწერო პროექტია

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, თუ პოზიციები შეჯერებული არ იქნება და იქნება ცალ-ცალკე პროექტები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი პროექტის შემთხვევაში, მას მხარს დაუჭერენ.

„თუ ერთიანი პროექტი იქნება, მხარს დავუჭერთ. მიგვაჩნია, რომ ეს საბედისწერო პროექტი არ არის. შევთანხმდით, რომ ამნისტიაზე მოვილაპარაკებდით. თუ ამნისტიის იდეაზე ვერ ვთანხმდებით, მხარს არ დავუჭერთ. ორივე მხარეს ვუსმინე და დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. ვერ გეტყვით, რატომ კამათობენ და ამდენი ენერგია რატომ დახარჯეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.