ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეალურ მექანიზმსა და პერსპექტივას ვერ ხედავს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეალურ მექანიზმსა და პერსპექტივას ვერ ხედავს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეალურ მექანიზმსა და პერსპექტივას ვერ ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთადერთი რეალური მექანიზმი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი იყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უგუნურად მოიქცა, რომ ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევის საშუალება მისცა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი მაშინ მოაწერა, წყალმა და მეწყერმა რომ ჩაიარა.

„ამ ხელმოწერას ფასი აღარ აქვს. შესაბამისად, ვერ ვხედავ რეალურ მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება მმართველ პარტიას ვადამდელი არჩევნები დაანიშნინონ, ამიტომ საკითხის მიმართ გულგრილი ვარ. ამ პოზიციის გამო თავს მესხმიან, რადგან საკუთარი უმწეობის აღიარება არ უნდათ. ვადამდელი არჩევნების შექმნის წინაპირობები არ არსებობს – ასეთი წინაპირობა შარლ მიშელის დოკუმენტი იყო, რომელიც ანულირებულია იმ პარტიის მიერ, ვინც ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.