ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისგან“ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობის შეთავაზება მიიღო.

„ორი კვირის ვადა აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ დააკომპლექტოს ეს კომისია. კი, იყო ასეთი აზრი, რომ ვიქნებოდი ამ კომისიის თავმჯდომარე. შეთავაზება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იყო, აბა, ბოკერია ვერ შემომთავაზებდა. „ქართული ოცნებისგან“ იყო შემოთავაზება, ხომ არ ვიქნებოდი ამ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც უნდა დაადასტუროს და გაარკვიოს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბერს.

ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით. უბრალოდ, ჩვენს პარტიას, რომელიც დაარსდა და დარეგისტრირდა არჩევნებადე თვე-ნახევრით ადრე, რომელსაც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები გყვავდა, საარჩევნო კომისიის არც ერთი წევრი არ გვყოლია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ და ჩვენს პარტიას არ ჰყოლია მთელი საქართველოს მასშტაბით კომისიის წევრები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.