ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზიზღის კოცონი დაანთოს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზიზღის კოცონი დაანთოს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზიზღის კოცონი დაანთოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, „მოქალაქეები“ ამომრჩეველს თბილისში არსებული პრობლემების ხედვას და კონკრეტულ ნაბიჯებს გააცნობენ, თუ როგორ შეიძლება პრობლემები მოგვარდეს.

„წინასაარჩევნო კამპანიას ამით ვიწყებთ და არა იმით, რომ ვიღაცა ვლანძღოთ, ვაფურთხოთ, ზიზღის კოცონს ნავთი დავასხათ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეებს კონკრეტული პრობლემები უნდა ესმოდეთ, ვიზით, ხალხს რა აწუხებს და რა არის გამოსავალი“, – განაცხადა ელისაშვილმა.