ალეხანდრო გარნაჩო - ჯერ ნოემბერია, თუმცა ვფიქრობ, რომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიტანე #1TVSPORT
ალეხანდრო გარნაჩო - ჯერ ნოემბერია, თუმცა ვფიქრობ, რომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიტანე #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ევერტონი“ 3:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლი არგენტინელმა ალეხანდრო გარნაჩომ გაიტანა.

19 წლის ფეხბურთელმა ურთულესი დარტყმა შეასრულა და ექსპერტთა აზრით, პრემიერლიგის ისტორიაში მისი ეს გოლი ერთ-ერთი გამორჩეულია.

გოლის შესახებ თავად არგენტინელმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გოლი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ვერ ვიჯერებ, რაც გავაკეთე. გოლის გასვლის მომენტი ზუსტად ვერ შევნიშნე, უბრალოდ სტადიონის რეაქცია გავიგონე და მივხვდი, რომ ბურთი ბადეში გაეხვა.

ჯერ ნოემბერია, თუმცა, ვფიქრობ, რომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიტანე“, – განაცხადა გარნაჩომ.