ალეგრიმ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ბაზაზე ჩაკეტა #1TVSPORT
ალეგრიმ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ბაზაზე ჩაკეტა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ჩაკეტოს ფეხბურთელები, – ამის შესახებ იტყობინება Sky Italia.

წყაროს ცნობით, 1-6 ნოემბრის პერიოდში „იუვენტუსის“ პირველი გუნდი მთლიანად კონცენტრირებული იქნება უახლოესი მატჩებისთვის მოსამზადებლად. ამ დღეებში ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ შეძლებს ბაზის დატოვებას.

აღნიშნავენ, რომ ალეგრიმ ეს ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რათა აარიდოს მოთამაშეები პრესის გავლენას ბოლო მატჩებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების ფონზე. ტურინული კლუბი 15 ქულით მერვე ადგილზეა.

„იუვენტუსს“ 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელოდება „ზენიტის“ წინააღმდეგ.