ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ „მანჩესტერთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა თავის ფეხბურთელებს ყურადღებისკენ მოუწოდა. აგრეთვე, მან აღნიშნა, რომ გუნდმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი ამ მატჩში უნდა მოაგვაროს.
„ეს სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ წლის ამ ეტაპზე ტიტულებს ვერ მოვიგებთ. ჩვენს პირველ მიზანს უნდა მივაღწიოთ და მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ. ყველაზე მთავარია, რომ მარტში კარგ ფორმაში ვიყოთ. რაც შეეხება მოთამაშეების მდგომარეობას, მანჯუკიჩი კარგადაა, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვერ დაგვეხმარებიან ბერნარდესკი, დუგლას კოშტა და კინი. ემრე ჯანი კი იმედია, მალე დაგვიბრუნდება. ალბათ ისევ კუადრადო, დიბალა და რონალდუ შეუტევენ მოწინააღმდეგის კარს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყურადღების მოდუნება ერთი წუთითაც არ სეიძლება. ხვალ იმაზე უკეთესი თამაში უნდა ჩავატაროთ, ვიდრე ეს მანჩესტერში გავაკეთეთ. მეტოქე ძალიან გამოცდილი და ძლიერია”, – განაცხადა ალეგრიმ.