„იუვენტუსის“ ყოფილმა დამრიგებელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, „სამეფო კლუბი“ ჩაიბაროს.
ცნობილ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდელები უკვე დაუკავშირდნენ ალეგრის და ორ მხარეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ 2018 წელს „რეალის“ ხელმძღვანელობამ ალეგრი კლუბში მიიწვია, მაგრამ ამ უკანასკნელმა „იუვენტუსში“ დარჩენა ამჯობინა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზინედინ ზიდანი „სამეფო კლუბს“ სეზონის ბოლოს დატოვებს და მადრიდელები შემცველს აქტიურად ეძებენ.