ზინედინ ზიდანი „რეალს“ ლა ლიგას მოგების შემთხვევაშიც დატოვებს #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი „რეალს“ ლა ლიგას მოგების შემთხვევაშიც დატოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დატოვებს პოსტს 2020-21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ TeleMadrid იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი არ დარჩება „რეალში“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადრიდული კლუბი წელს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას შეძლებს.

აღნიშნავენ, რომ ზიდანმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ, მორალური და ფიზიკური დაღლილობის ფონზე მიიღო.

ესპანეთის ჩენპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „რეალი“ ლიდერ „ატლეტიკოს“ ორი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი