ალჟირში დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნების გაუქმებას ითხოვენ
ალჟირელები დეკემბერში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნების გაუქმებას ითხოვენ.
ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს, ვიდრე ქვეყნის მოქმედი მთავრობა არ გადადგება და სამხედრო პირები პოლიტიკიდან არ წავლენ.
დედაქალაქის გარდა ანალოგიური აქციები ალჟირის სხვა ქალებშიც გაიმართა. ალჟირში დემონსტრაციები უკვე 41 კვირაა, გრძელდება. მანიფესტანტებმა უკვე აიძულეს ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომა, ხოლო რამდენიმე მაღალჩინოსანი ციხეში მოხვდა.
მიუხედავად ამისა, ალჟირელი სამხედროები საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, ქვეყენაში არსებული კრიზისის დასაძლევად სხვა გამოსავალი არ არსებობს.
ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერსაა დაგეგმილი.