ალჟირში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

14:58, 19.01.2020

ალჟირის სამხრეთში ორი ავტობუსის შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 46 მგზავრი. ხუთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ სტილთან მოხდა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი