ალბანეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ალბანეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ალბანეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება ალბანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ორ ქალაქში საარჩევნო უბნებთან მოხდა.

ალბანეთში 30 ივნისს ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. დაძაბულობის განსამუხტად ორი კვირის წინ პრეზიდენტმა ილირ მეტამ 30 ივნისს დაგეგმილი არჩევნების გაუქმების შესახებ დეკრეტი გამოსცა, თუმცა მმართველი სოციალისტური პარტია პრეზიდენტის განკარგულებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და კამპანიის წარმოებასა და არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საარჩევნო უბნებთან დაპირისპირების დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და  ათამდე ადამიანი დააკავა.

საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში უკვე რამდენიმე თვეა იმართება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ედი რამას კორუფციასა და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს და მის გადადგომას ითხოვს.