ალბანეთში მიწისძვრის შემდგომი სამძებრო სამუშაოები დასრულდა
ალბანეთში მიწისძვრის შემდგომი სამძებრო სამუშაოები დასრულდა

ალბანეთში მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა. ქვეყნის პრემიერის განმარტებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 900-ს აღემატება.

ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დედაქალაქ ტირანასთან ახლოს 25 ნოემბერს მოხდა. შენობების ნაწილი დაზიანდა ან დაინგრა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრის ბიძგები ყველაზე მეტად დედაქალაქ ტირანაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იგრძნობოდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე ხუთ მაგნიტუდას აღემატებოდა.

ბოლოს მსგავსი მასშტაბის მიწისძვრა ალბანეთში 1979 წელს მოხდა. მაშინ 6,9 მაგნიტუდის ბიძგებს 136 ადამიანი შეეწირა, ათასზე მეტი კი დაშავდა.