ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია ასზე მეტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ შიჯაკიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა.

ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ დურესსა და ტუმანშია, სადაც სამაშველო ჯგუფებს 300 სამხედროც დაემატა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ალბანეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.