ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები შეწყდა
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები შეწყდა

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ძებნა შეწყდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 51 ადამიანი.

ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 ნოემბერს მოხდა. მას ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

სტიქიის მსხვერპლთა უმეტესობა ქალაქ დურესის მკვიდრია. ალბანეთის დედაქალაქში მიწისძვრას ერთი ადამიანი შეეწირა.

სამაშველო ოპერაციაში, რომელიც ალბანეთში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის 250 სამხედრო მოსამსახურეც მონაწილეობდა.

დაზარალებულ ქალაქებში აცხადებენ, რომ მოსახლოებას ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, 24 ნოემბერს მომხდარმა სტიქიამ ალბანეთის ისტორიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მანამდე ძლიერი მიწისძვრა ამ ქვეყანაში 1979 წელს მოხდა. შედეგად 40 ადამიანი გარდაიცვალა.